ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის „რეალი“ შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს.
მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ, „რეალს“ ძირითადი შემადგენლობის ოთხი ფეხბურთელი არ ეყოლება – რუსეთის დედაქალაქში სერხიო რამოსი, მარსელო, ისკო და გარეტ ბეილი არ მიემგზავრებიან.
მარსელო, ისკო და ბეილი თამაშს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტოვებენ, რამოსმა კი, სავარაუდოდ, მწვრთნელისგან დასვენება მიიღო.
მატჩი ცსკა-რეალი „ლუჟნიკებზე“ 2 ოქტომბერს გაიმართება.