წამყვანი მცველების ტრავმების გამო მადრიდის „რეალი“ აპირებს, გაააქტიუროს თავისი სატრანსფერო მოქმედება იანვარში. ამ მომენტისთვის კასტელო ლუკება ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მიიჩნევა. გამოცემა Relevo წერს, რომ კლუბი ყურადღებით აკვირდება „ლაიპციგის“ მცველის პროგრესს.
22 წლის ფრანგი ფეხბურთელი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მცველად მიიჩნევა ბუნდესლიგაში. „რეალი“, დიდი ხანია, ინტერესდება ლუკებათი და მასში მრავალი წლით დაცვის ხაზის პოტენციურ ლიდერს ხედავს.
შეგახსენებთ, რომ „ოსასუნას“ წინააღმდეგ მატჩში „რეალმა“ ერთბაშად სამი ფეხბურთელი დაკარგა. ედერ მილიტაომ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ლუკას ვასკესი და როდრიგო ასევე იძულებულნი იყვნენ, მინდორი ტრავმების გამო დაეტოვებინათ.