„რეალმა" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა
„რეალმა" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა

მადრიდის „რეალის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამადორ სუარესი კორონავირუსით 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სუარესი კლუბში 33 წლის განმავლობაში მუშაობდა, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი კი 2006-09 წლებში ეკავა.

შეგახსენებთ, რომ მარტში ასევე კორონავირუსმა იმსხვერპლა „რეალის” ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი. ის 76 წლის იყო.