პრიმერა დივიზიონის ახალ გათამაშებაში პირველად წააგო ესპანეთის ჩემპიონმა მადრიდის „რეალმა“. ზინედინ ზიდანის გუნდი შინ 0:1 დამარცხდა „კადისთან“. ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე ლოსანომ გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ „რეალს“ ბურთის ფლობის პროცენტი 75 ჰქონდა, გუნდებმა თანაბარი რაოდენობის დარტყმები (14-14) შეასრულეს, ზუსტი დარტყმები კი „კადისს“ უფრო მეტი ჰქონდა (5-2). ასევე სტუმრებმა აჯობეს მეტოქეს კუთხურების რაოდენობით (11-4).
„რეალისთვის“ ეს იყო პირველი წაგება ლა ლიგაში 8 მარტის შემდეგ. მადრიდული კლუბი შიდა ჩემპიონატში 15 მატჩია არ მარცხდებოდა – 13 მოგება და ორი წაგება.
„კადისთან“ მატჩში ტრავმა მიიღო „რეალის“ ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა და ახლა, მისი თამაში მომავალ უქმეებზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ არის.