„რეალმა“ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას აცნობა, რომ მბაპეს ოლიმპიადაზე არ გაუშვებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ შეათანხმა ყველა საჭირო საკითხი „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდთან, კილიან მბაპესთან, რათა მხარეებმა გააფორმონ კონტრაქტი და ფეხბურთელი ზაფხულში ესპანურ კლუბს შეუერთდეს. გარიგებისას „რეალის“ ერთ-ერთი პირობაა ის, რომ მბაპემ არ ითამაშოს პარიზის ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, – წერს გაზეთი AS-ი.
წყაროს ცნობით, „რეალი“ უკვე დაუკავშირდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას და აცნობა მას, რომ არ გაუშვებს 25 წლის ფორვარდს ოლიმპიურ თამაშებზე. გარდა ამისა, მადრიდელები თავიანთ არცერთ ფრანგ ფეხბურთელს არ მისცემენ ოლიმპიადაზე თამაშის საშუალებას.
„რეალის“ გეგმის მიხედვით, მბაპე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაისვენებს, რათა ივლისის ბოლოს შეუერთდეს მადრიდული კლუბის ტურნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.