მადრიდის „რეალმა“ კონტრაქტი გააგრძელა ბრაზილიელ ფორვარდთან, როდრიგოსთან.
22 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
როდრიგო „რეალში“ 2019 წლიდან ირიცხება. ხუთი სეზონის განმავლობაში მან 179 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 33 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ბრაზილიელის ანგარიშზე რვა ტიტულია – ჩემპიონთა ლიგა, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი, უეფა-ს სუპერთასი, ლა ლიგა (ორჯერ), ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი (ორჯერ).
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „რეალმა“ ასევე გააგრძელა კონტრაქტი ვინისუსთან.