მადრიდის „რეალი“ შეცვლის მოლაპარაკებების წარმოების ტაქტიკას „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდთან კილიან მბაპესთან. ამის მიზეზია ის, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ და „რეალი“ შეხვდებიან ერთმანეთს.
მადრიდული კლუბი მარტამდე გადადებს ფორვარდთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას. „რეალი“ მბაპესთან ხელშეკრულების დადებას ცხრა მარტის შემდეგ გეგმავს. „პარი სენ-ჟერმენის“ მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე, მადრიდული კლუბი სეზონის დასრულებამდე არ გამოაცხადებს ფრანგის ტრანსფერის შესახებ.
„რეალში“ მიაჩნიათ, რომ მბაპე კოლოსალურ ზეწოლას მიიღებს პსჟ-ის გულშემატკივრების მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ თავისი მომამავალი კლუბის წინააღმდეგ მასთან უკვე გაფორმებული კონტრაქტით ითამაშებს. „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და კლუბის დირექტორთა საბჭო დაინტერესებულნი არიან, რომ მბაპეს წასვლა პარიზული კლუბიდან რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი „რეალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 15 თებერვალს გაიმართება, საპასუხო – 9 მარტს.
22 წლის მბაპემ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.