ლა ლიგას მესამე ტურში სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის „რეალმა“. ესპანეთის ჩემპიონმა სტუმრად 3:2 დაამარცხა „ბეტისი“.
მე-14 წუთზე „რეალი“ ვალვერდეს გოლით დაწინაურდა. შედეგიანი გადაცემა ქარიმ ბენზემამ შეასრულა. ეს მისი 82-ე საგოლე პასი იყო ლა ლიგაში. მოქმედ ფეხბურთელებს შორის ფრანგზე წინ არიან მხოლოდ ხოაკინი (82) და ლიონელ მესი (183).
პირველი ტაიმის ბოლოსკენ, ორ წუთში „ბეტისმა“ ორი გოლი გაიტანა და 2:1 დაწინაურდა. „რეალმა“ 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაუშვა პირველ ნახევარში ორი გოლი.
ჩემპიონმა მაინც მოიგო შეხვედრა: 48-ე წუთზე ემერსონის ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა, 82-ე წუთზე კი საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი სერხიო რამოსმა გამოიყენა. „რეალის“ კაპიტანმა ზედიზედ 24-ე პენალტი გაიტანა, გარდა ამისა, ზედიზედ მე-17 სეზონში შეძლო გოლის გატანა.