მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა პარასკევს ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
21 წლის ინგლისელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული. ESPN-ის მონაცემებით, ბელინგემი მწყობრში სექტემბრის შუა რიცხვებში დაბრუნდება.
კვირას „რეალი“ სეზონში თავის პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ. მიმდინარე სეზონში ბელინგემმა ორი მატჩის გამართვა მოასწრო და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.