„რეალმა“ ჯგუფური ეტაპი 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა - ჩემპიონთა ლიგა, VI ტური - C ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* მადრიდის „რეალმა“ ამ სეზონში სამი პენალტი გამოიმუშავა და ყველა გააფუჭა.
* „რეალმა“ პირველ ტაიმში 483 პასი შეასრულა, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია.
* სებალიოსმა იანვრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
* „რეალმა თავის ისტორიაში მესამედ მოიგო ჯგუფში ყველა მატჩი. წინა ორ შემთხვევაში (2011/12 და 2014/15) ის ნახევარფინალიდან ეთიშებოდა ტურნირს.
* კარლო ანჩელოტი „რეალის“ რეკორდსმენი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში მოგებების რაოდენობით – 42. მან გაუსწრო მიგელ მუნიოსს.
* ვიქტორ ოსიმენმა 2023 წელს 31 გოლში (28+3) მიიღო მონაწილეობა. სერია A-ს მოთამაშეებს შორის მასზე წინ მხოლოდ ლაუტარო მარტინესია (43).
* „ნაპოლი“ ბოლო სამი შესაძლებლიდან მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. მანამდე მან ხუთი მცდელობიდან მხოლოდ ორჯერ მოახერხა ამის გაკეთება.
ნაპოლი-ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 სერდარ საათჩი (9), 2:0 ოსიმჰენი (33)
უნიონი-რეალი 2:3
გოლები: 1:0 ფოლანდი (45+1), 1:1 ხოსელუ (61), 1:2 ხოსელუ (72), 2:2 კრალი (85), 2:3 სებალიოსი (89)
თ მ ფ წ ბ ქ
- რეალი 6 6 0 0 16-7 18
- ნაპოლი 6 3 1 2 10-9 10
- ბრაგა 6 1 1 4 6-12 4
- უნიონი 6 0 2 4 6-10 2