მადრიდის „რეალმა“ მიიღო გადაწყვეტილება – დაიბრუნოს ნახევარმცველი მარტინ ედეგორი, რომელიც იჯარით „რეალ სოსიედადში“ თამაშობდა.
ნორვეგიელმა გასული სეზონი ბასკურ კლუბში გაატარა და საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მოითხოვა ახალგაზრდა ფეხბურთელის დაბრუნება.
სკანდინავიელი მადრიდში 2015 წელს მივიდა „სტრიომსგოდსეტიდან“. „რეალს“ ეს ტრანსფერი 2.8 მილიონი ევრო დაუჯდა. ედეგორმა „სამეფო კლუბის“ პირველ გუნდში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. მისი კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
21 წლის ედეგორმა „სოსიედადში“ 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.