„რეალმა“ ეიდურ გუდიონსენის ვაჟი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ გამოაქვეყნა განაცხადი 2021-22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისთვის. მასში მოხვდა 19 წლის ფორვარდი ანდრი გუდიონსენი.
ანდრი წარსულში ცნობილი ისლანდიელი ფორვარდის ეიდურ გუდიონსენის ვაჟია. ის 2002 წელს დაიბადა, როცა მამამისი „ჩელსიში“ თამაშობდა. უფროსი გუდიონსენი შემდეგ „ბარსელონაში“ გადავიდა, რომელშიც 2009 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ამ ზაფხულს ფორვარდი „რეალის“ სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მუხლის სერიოზული ტრავმა მოირჩინა და ისლანდიის ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ანდრი გუდიონსენი 42-ე ნომრით ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „რეალის“ მეტოქეები არიან – „ინტერი“, „შახტარი“ და „შერიფი“.