მადრიდის „რეალს“ გააჩნია თანხა – 372 მილიონი ევრო – რომელიც შეუძლია ახალი ფეხბურთელების შესაძენად დახარჯოს, – წერს ესპანური გაზეთი AS.
ამგვარი თანხა მადრიდულმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდების, ნეიმარისა და კილიან მბაპეს არშემდგარ ტრანსფერებზე მოაგროვა.
თუმცა, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გეგმავს სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციას, რისი ღირებულებაც 575 მილიონი ევროა. არსებობს ვარიანტი, რომ ამ თანხის ნაწილს უკვე არსებული 372 მილიონიდან აიღებენ.