„რეალმა“ და „სიტიმ“ სამ-სამი გოლი გაცვალეს - ჩემპიონთა ლიგა, 1/4-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 34-ე საშინაო მატჩში გაიტანა, მინიმუმ, ერთი გოლი (სულ 75).
* ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე მოხდა, როცა პლეი ოფის მატჩის პირველ 14 წუთში სამი გოლი გავიდა. პირველ ასეთი მატჩი იყო 2019 წლის აპრილში „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრა.
* ბერნარდო სილვამ 108-ე წამზე გაიტანა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ყველაზე სწრაფი გოლია, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასულა. უფრო სწრაფი გოლი 2018 წლის აპრილში მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა „იუვენტუსის“ მაისურით (77 წამზე).
* კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე მე-200 მატჩი ჩაატარა. „რეალის“ მწვრთნელმა პირველმა მიაღწია ამ ნიშნულს. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ალექს ფერგიუსონი (190 მატჩი), მესამე ადგილზე – არსენ ვენგერი (178).
* ორელიენ ჩუამენიმ პირველ წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი. ფრანგი განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს.
რეალი-მანჩესტერ სიტი 3:3
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (2), 1:1 კამავინგა (12), 2:1 როდრიგო (14), 2:2 ფოდენი (66), 2:3 გვარდიოლი (71), 3:3 ვალვერდე (79)
რეალი: ლუნინი, დანი კარვახალი, რიუდიგერი, ჩუამენი, მენდი, ვალვერდე, კროოსი (72. მოდრიჩი), კამავინგა, ბელინგემი, ვინისიუსი (86. ხოსელუ), როდრიგო (71. ბრაიმ დიასი).
მანჩესტერ სიტი: ორტეგა, აკანჯი, სტოუნზი, რუბენ დიაში, გვარდიოლი, კოვაჩიჩი, გრილიში, ბერნარდო სილვა, როდრი, ფოდენი (87. ალვარესი), ჰალანდი.