„რეალმა“ ბოლო რვა მატჩიდან მეშვიდედ მოუგო „ლივერპულს“ და მე-19 მეოთხედფინალი გაიფორმა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„რეალმა“ ბოლო რვა მატჩიდან მეშვიდედ მოუგო „ლივერპულს“ და მე-19 მეოთხედფინალი გაიფორმა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „რეალმა“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ ბოლო რვა მატჩიდან შვიდი მოიგო. ერთადერთი მოუგებელი მატჩი იყო ფრე – 0:0. ბოლოს ინგლისურმა კლუბმა მადრიდელები 2009 წლის მარტში დაამარცხა.

* „რეალი“ პირველი გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მე-300 მატჩი ჩაატარა. „ბაიერნს“ აქვს 280 მატჩი, „ბარსელონას“ – 277.

* „რეალი“ მეცხრამეტედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. უფრო ხშირად ეს „ბაიერნს“ გაუკეთებია – 21-ჯერ მიმდინარე სეზონის გათვალისწინებით.

* ქარიმ ბენზემამ 33-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. უფრო მეტი მხოლოდ ლიონელ მესისა (49) და კრიშტიანო რონალდოს (67) აქვთ.

* ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისურ კლუბებს მე-19 გოლი გაუტანა. უფრო მეტი მხოლოდ მესის (27) აქვს.

 

რეალი-ლივერპული 1:0 (5:2)

გოლი: 1:0 ბენზემა (79)

რეალი: კურტუა, კარვახალი (86. ლუკას ვასკესი), ედერ მილიტაო, რიუდიგერი, ნაჩო ფერნანდესი, კროოსი (84. ჩუამენი), კამავინგა, მოდრიჩი (82. სებალიოსი), ვალვერდე, ვინისიუსი (84. ასენსიო), ბენზემა (82. როდრიგო).

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი (90. ციმიკასი), ფაბინიო, მილნერი (73. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), სალაჰი, გაკპო (90. ფაბიო კარვალიო), დიოგო ჟოტა (57. ელიოტი), ნუნიესი (57. რობერტო ფირმინო).