„რეალმა“ ბელინგემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
„რეალმა“ ბელინგემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ „დორტმუნდის“ ყოფილი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი „სამეფო კლუბის“ რიგებს შეუერთდა.

მადრიდელებმა 19 წლის ინგლისელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმეს და ტრანსფერის თანხამ 103 მილიონი ევრო შეადგინა. „ტრასნფერმარკტი“ კი ბელინგემს 120 მილიონ ევროდ აფასებს.

საინტერესოა, რომ ბელინგემი ჟოაო ფელიქსის, კილიან მბაპესა და უსმან დემბელეს შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში გახდა მეოთხე 20-წლამდე ასაკის მოთამაშე, რომლის შესაძენად 100 მლიონზე მეტი გადაიხადეს.

2023/23 წლების სეზონში ჯუდ ბელინგემმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.