მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი მარკო ასენსიო, თავისი გუნდის დახმარებას სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
22 წლის ესპანელმა ბარძაყის ტრავმა, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, „კაშიმას“ წინააღმდეგ მატჩისას მიიღო. ასენსიო მოედანზე შეცვლაზე შევიდა და მალე თამაშის მიტოვება მოუწია.
ამ სეზონში ასენსიომ, მადრიდელთა რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
მადრიდის „რეალი“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს, 22 დეკემბერს „ალ-აინის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს მატჩი თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში პირველი არხი გადასცემს.