„რეალმა“ 0:3-დან გადაარჩინა მოქმედ ჩემპიონთან ორმატჩიანი დაპირისპირება და ნახევარფინალში გავიდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
„რეალმა“ 0:3-დან გადაარჩინა მოქმედ ჩემპიონთან ორმატჩიანი დაპირისპირება და ნახევარფინალში გავიდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* მეისონ მაუნტი მხოლოდ მესამე ინგლისელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაუტანა. მანამდე ეს შეძლეს ალან სმიტმა (2001) და დანი უელბეკმა (2013).

* მაუნტმა პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე 2020-2021 წლების სეზონის ნახევარფინალის შემდეგ. მაშინაც მან „რეალს“ გაუტანა.

* „რეალმა“ პირველ ტაიმში ზუსტი დარტყმა ვერ შეასრულა – პირველად ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში ბოლო 18 წლის განმავლობაში.

* ქარიმ ბენზემამ 139-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა პაოლო მალდინის. მათზე წინ არიან: რაული (144), რაიან გიგზი (151), ლიონელ მესი (156), ჩავი (157), იკერ კასილიასი (181) და კრიშტიანო რონალდო (187).

* „ჩელსის“ სასარგებლოდ იყო ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმები: 27-10, ზუსტი დარტყმები: 7-4, კუთხურები: 10-1.

 

რეალი-ჩელსი    2:3 დ. დ. (3:1)

გოლები: 0:1 მაუნტი (15) 0:2 რიუდიგერი (51), 0:3 ვერნერი (75), 1:3 როდრიგო (80), 2:3 ბენზემა (96)

რეალი (4-3-3): კურტუა – დანიელ კარვახალი, ნაჩო ფერნანდესი (88. ლუკასი), ალაბა, მენდი (78. მარსელო) – კროოსი, კაზემირო (78. როდრიგო), მოდრიჩი – ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი (115. დანი სებალიოსი).

(74. კამავინგა), (86. მარსელო).

ჩელსი (4-3-3): მენდი – ჯეიმსი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი, მარკოს ალონსო – კანტე (100. ზიეჩი), ლოფტუს -ჩიკი (106. საულ ნიგესი), კოვაჩიჩი (106. ჟორჟინიო) – მაუნტი, ჰავერტცი, ვერნერი (83. პულიშიჩი).