„რეალის“ პრეზიდენტმა თავის ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ მბაპე პსჟ-ში რჩება #1TVSPORT
„რეალის“ პრეზიდენტმა თავის ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ მბაპე პსჟ-ში რჩება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტონი პერესმა აცნობა გუნდს, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე მომავალი სეზონისთვის „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩება.  ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა საფეხბურთო ექსპერტმა და ჟურნალისტმა გიიომ ბალაგემ.

„ახლახანს შევიტყვე, რომ ფლორენტინო პერესმა დღეს საღამოს გასახდელში ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ მბაპე მათთან არ გადავა. მაგრამ მოდით, მოვიცადოთ და ვნახოთ რას იტყვის მბაპე“, – დაწერა ბალაგემ.

მომდევნო პოსტში მან დაამატა, რომ „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ მზად არიან გადაუხადონ მბაპეს 150 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსი კონტრაქტზე ხელის მოწერის სანაცვლოდ და შეასრულონ ფეხბურთელის სხვა მოთხოვნები. მანამდე კილიანის დედამ ასევე განაცხადა, რომ მადრიდელებმა და პარიზელებმა ერთნაირი წინადადებით მიმართეს მის ვაჟს.

ცნობილი გახდა, რომ კვირას, 22 მაისს 23 წლის მბაპე პირადად გამოაცხადებს იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს კარიერას.