„რეალის“ პრეზიდენტმა მოიფიქრა მეტსახელი კაზემიროს, კროოსისა და მოდრიჩის ტრიოსთვის #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა კაზემირომ გაამხილა – რა მეტსახელი მოუფიქრა „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ბრაზილიელსა და მის ორ პარტნიორს ნახევარდაცვაში – ლუკა მოდრიჩსა და ტონი კროოსს.
„ფლორენტინო პერესი „სამ ტენორს“ გვიწოდებს. კროოსმა, მოდრიჩმა და მე დავიმსახურეთ უფლება – მრავალი წელი დავრჩეთ გულშემატკივართა გონებაში“, – მოჰყავს გაზეთ AS-ს კაზემიროს სიტყვები.
ჩვეულებრივ, სამ ტენორს უწოდებდნენ პოპულარული საოპერო მომღერლების ტრიოს – პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი და ლუჩანო პავაროტი.