„რეალის“ პრეზიდენტი - „სიტი“ მადრიდში ერთ გოლზე მეტი სხვაობით უნდა დავამარცხოთ #1TVSPORT
„სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ „რეალის“ ფეხბურთელებს მიმართა, – ინფორმაციას Defensa Central-ი ავრცელებს.
პერესმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „რეალმა“ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკუთარ მეოდანზე თამაშის უპირატესობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
„არ იქნება საკმარისი უბრალოდ მოგება, ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება. სანამ ინგლისში საპასუხო მატჩს გავმართავთ, „სიტი“ მადრიდში ერთ გოლზე მეტი სხვაობით უნდა დავამარცხოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეგიძლიათ, მადრიდელებს თქვენი სწამთ“, – აცხადებს „რეალის“ პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეთხედფინალის პირველი მატჩი „რეალსა“ და „სიტის“ შორის დღეს, 9 აპრილს მადრიდში გაიმართება.