„რეალის“ ექსმოთამაშემ მადრიდულ კლუბში არსებული რასიზმის შესახებ ილაპარაკა
„რეალის“ ექსმოთამაშემ მადრიდულ კლუბში არსებული რასიზმის შესახებ ილაპარაკა

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფრედი რინკონმა აღიარა, რომ თავისი კანის ფერის გამო, ესპანურ კლუბში გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

„მე თეთრი უნდა ვყოფილიყავი, რომ „რეალში“ წარმატებისთვის მიმეღწია. ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში რასიზმთან დაკავშირებით პრობლემები არ მქონია, მაგრამ კლუბში ამ მხრივ პრობლემები არსებობდა. ეს იყო მძიმე მომენტი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში.

ამგვარი მდგომარეობა ძალიან რთული იყო ხორხე ვალდანოსთვის, ის უდიდეს ზეწოლას გრძნობდა, მაგრამ მე მისი ძალიან მადლიერი ვარ იმის გამო, რომ მაიძულებდა ზრდას როგორც ფეხბურთელს, ასევე როგორც პიროვნებას“, – თქვა რინკონმა ესპანურ პრესაში.

კოლუმბიელი „რეალში“ 1995-96 წლებში თამაშობდა და ჯამში 21 მატჩი ჩაატარა.