„რეალის“ დელეგაცია ფიფა-ს დაჯილდოების ცერემონიის იგნორირებას აპირებს #1TVSPORT
„რეალის“ დელეგაცია ფიფა-ს დაჯილდოების ცერემონიის იგნორირებას აპირებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლები შეიძლება არ გაემგზავრნონ პარიზში, სადაც ორშაბათს, 27 თებერვალს გაიმართება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრიზების (The Best) გადაცემის ცერემონია, – ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Relevo.

წყაროს ცნობით, „რეალში“ მიაჩნიათ, რომ კლუბის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მიიღებს ჯილდოს, ამიტომაც ვერ ხედავენ საფრანგეთში გაფრენის მიზეზს. მადრიდელებს სურთ, კონცენტრირებულნი იყვნენ მომავალ მატჩებზე.

„რეალის“ წარმომადგენელთა მოლოდინით, პრიზების დიდ ნაწილს არგენტინელი ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებმაც ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.