ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველის ტიჯანი რეინდერსის კარგი თამაში „მილანში“ შეუმჩნეველი არ დარჩენილა მადრიდის „რეალს“.
როგორც გამოცემა Fichajes იტყობინება, ესპანური კლუბი ყურადღებით აკვირდება რეინდერსს, რომელიც განიხილება მომდევნო სეზონისთვის ნახევარდაცვის გაძლიერების საინტერესო ვარიანტად. მისი სათამაშო სტილი კარგად მოერგება კარლო ანჩელოტის გუნდს, რომელიც აფასებს მის ხედვას, ფიზიკურ მონაცემებსა და თამაშის ტემპის კონტროლის უნარს.
მიჩნეულია, რომ ნიდერლანდელი „მილანში“ დღეს ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილია. იტალიური კლუბის ჩავარდნების ფონზე, მისი თამაში სტაბილური იყო, რითაც ყველა მწვრთნელის სქემაში მან მნიშვნელოვანი როლი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე „მილანმა“ 3:1 მოუგო „რეალს“ და ერთი გოლი რეინდერსმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში ნიდერლანდელმა კონტრაქტი გააგრძელა „მილანთან“. ახალი ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში.