„რეალი“ სანჩოსთვის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბრძოლას აპირებს
„რეალი“ სანჩოსთვის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბრძოლას აპირებს

ინგლისის ნაკრებისა და „დორტმუნდის“ ნახევარმცველმა ჯეიდონ სანჩომ, შესაძლოა, კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, 20 წლის ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებდა 100 მილიონ ევროდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ სანჩოს გადასვლაზე, მაგრამ ბოლო მომენტში ინგლისელი გარემარბის მიმართ ინტერესი მადრიდის „რეალმა“ გამოთქვა.

ორივე კლუბს სურს ამ ზაფხულს სანჩოს ტრანსფერის გაფორმება, მაგრამ ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთელმა უკვე მისცა წინასწარი თანხმობა „იუნაიტედს“.

2019-2020 წლების სეზონზე სანჩომ ბუნდესლიგის 23 მატჩში 14 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.