მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა განიხილავს “ლივერპულის” ფორვარდს მოჰამედ სალაჰს გარეტ ბეილის შემცვლელად, რომელსაც ზაფხულში განზრახული აქვს ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება, – წერს El Confidencial. წყაროს ცნობით, მადრიდელები მზად არიან 25 წლის ეგვიპტელში 160 მილიონი ევრო გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ სალაჰი “ლივერპულში” რომადან” 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში აფრიკის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა 40 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი შეასრულა.