მადრიდის „რეალმა“, შესაძლოა, თავისი გუნდის შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი უფასოდ გაუშვას.
როგორც გამოცემა El Nacional წერს, მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად არის გაწყვიტოს კონტრაქტი 31 წლის ბელგიელთან, რათა განტვირთოს სახელფასო ბიუჯეტი.
წერენ იმის შესახებ, რომ „რეალი“ უკმაყოფილოა აზარის ფიზიკური ფორმით.
ბელგიელის მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში აზარმა ხუთი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.