მადრიდის „რეალი“ აპირებს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გამოეთხოვოს შემტევ ნახევარმცველს გარეტ ბეილს. 31 წლის უელსელი არ შედის კლუბის გეგმებში.
ესპანეთის ჩემპიონი მზად არის გაუშვას ბეილი 20 მილიონ ევროდ, რათა ფეხბურთელის სოლიდურ ხელფასზე გააკეთოს ეკონომია. ბრიტანელის ამჟამინდელი კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. ის მადრიდში 2013 წელს 100 მილიონ ევროდ გადავიდა.
იტყობინებიან, ბეილით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული.
გასულ სეზონში ბეილმა 20 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.