„რეალი“ მარსელოს შეცვლას სპინაცოლათი აპირებს #1TVSPORT
„რეალი“ მარსელოს შეცვლას სპინაცოლათი აპირებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ ინტერესდება იტალიის ნაკრების მარცხენა მცველით ლეონარდო სპინაცოლათი.

როგორც გაზეთი AS იტყობინება, ფეხბურთელის აგენტმა შეხვედრა გამართა „ლილის“ ყოფილ სპორტულ დირექტორთან ლუის კამპოსთან, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა მადრიდული კლუბის სახელით.

„რეალი“ აპირებს სპინაცოლა გაცვალოს ფორვარდ ბორხა მაიორალში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში რომაელებს ორწლიანი იჯარით მისცა. „რომას“ აქვს ესპანელის გამოსყიდვის უფლება, მაგრამ მადრიდელებს ფულის ნაცვლად იტალიელი მცველის მიღება სურთ.

სპინაცოლა „რომაში“ „იუვენტუსიდან“ 2019 წელს, 29 მილიონ ევროდ გადავიდა.