* სერხიო რამოსს ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი წითელი ბარათი დაუგროვდა, კარიერაში – 26.
* პეპ გვარდიოლას 28 მოგება აქვს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. მან ამ მაჩვენებლით გაუსწრო სერ ალექს ფერგიუსონს, ჟოზე მოურინიოსა და კარლო ანჩელოტის და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.
* გვარდიოლა მეორე მწვრთნელი გახდა ისტორიაში, ვისაც „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ორჯერ ჰყავს დამარცხებული. პირველად ეს ოტმარ ჰიტცფელდმა შეძლო.
* გვარდიოლასთვის ეს იყო მეათე მოგება „რეალის” წინააღმდეგ ყველა დონეზე. პეპმა გაუსწრო ერნესტო ვალვერდესა და დიეგო სიმეონეს და ამ მაჩვენებლით 21-ე საუკუნეში ლიდერი გახდა.
* კევინ დე ბრუინს „მანჩესტერ სიტიში” 50 გოლი აქვს ყველა ტურნირზე. ბელგიელს პირველად ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლი და საგოლე პასი.
* ქარიმ ბენზემა მეექვსე ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა. მასზე წინ არიან: კრიშტიანო რონალდო (101), რობერტო კარლოსი (107), სერხიო რამოსი (124), რაული (130) და იკერ კასილიასი (150).
„რეალი“-„მანჩესტერ სიტი“ 1:2
გოლები: 1:0 ისკო (60), 1:1 გაბრიელ ჟეზუში (78), 1:2 დე ბრუინი (83-პენ)
რეალი: კურტუა – კარვახალი, რამოსი, ვარანი, ფ. მენდი – მოდრიჩი (84. ლუკას ვასკესი), კაზემირო, ვალვერდე – ისკო (84. იოვიჩი), ვინისიუში (75. ბეილი), ბენზემა.
სიტი: ედერსონი – უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი (33. ფერნანდინიო), ბ. მენდი – გიუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი – ბერნარდო სილვა (73. სტერლინგი), მაჰრეზი, გაბრიელ ჟეზუში.
გაძევება: რამოსი (86. რეალი)