„რეალი“ იჯარიდან ოდრიოსოლას დაიბრუნებს
„რეალი“ იჯარიდან ოდრიოსოლას დაიბრუნებს

მადრიდის „რეალს“ 2020/21 წლების სეზონისთვის საკუთარი მცველის, ალვარო ოდრიოსოლას იმედი აქვს. ამ ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნაწილი იჯარით „ბაიერნში“ გაატარა.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის დაბრუნება გადაწყვიტა. ესპანელს „რეალთან“ 2024 წლის ზაფხულამდე აქვს მოქმედი კონტრაქტი.

24 წლის ოდრიოსოლამ „ბაიერნში“ მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა. რამდენიმე დღის წინ, ის შეცვლაზე შევიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსის„ წინააღმდეგ და შედეგიანი გადაცემა მისცა რობერტ ლევანდოვსკის.

მცველი 2018 წელს, „რეალ სოსიედადიდან“ „რეალში“ 30 მილიონ ევროდ გადავიდა.