მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას ორი ფეხბურთელის შეძენით. ამის შესახებ გამოაცხადა ტელეარხმა RTVE-მ.
წყაროს ცნობით, „რეალს“ სურს „დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდისა და „რენის“ ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას შეძენა.
ჰალანდის სანაცვლოდ მადრიდელები მზად არიან გადაიხადონ 75 მილიონი ევრო და ორწლიანი იჯარით მისცენ დორტმუნდელებს ფორვარდი ლუკა იოვიჩი. აღნიშნავენ, რომ 20 წლის ნორვეგიელი „რეალის“ მთავარი სამიზნეა და კლუბი უკვე დაუკავშირდა გერმანულ კლუბს ტრანსფერთან დაკავშირებით.
კამავინგას სანაცვლოდ, „რენი“ 60 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ მადრიდელები აპირებენ ფრანგებს შესთავაზონ 50 მილიონი ევრო და ფორვარდი მარიანო დიასი.