მადრიდის „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსის“ მცველის, მატეის დე ლიგტის შეძენის სურვილი გამოთქვა.
„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა ნიდერლანდელში სერხიო რამოსის შემცვლელს ხედავს.
„რეალი“ არ აპირებს დე ლიგტის შეძენას ამ ზაფხულს და გარიგების განხორციელებას ერთი წლის შემდეგ გეგმავს. ზინედინ ზიდანის გუნდი მზად არის, ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ამ სეზონში დე ლიგტმა იტალიის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.