მადრიდის „რეალი“ მზად არის განიხილოს სხვა კლუბების შეთავაზებები ნახევარმცველ ორელიენ ჩუამენისთან დაკავშირებით, – ამტკიცებს გამოცემა Fichajes.
ყველაზე დიდ დაინტერესებას 24 წლის ფრანგი ფეხბურთელის შეძენაზე „ლივერპული“ იჩენს.
„რეალმა“ ჩუამენი 2022 წლის ზაფხულში 80 მილიონ ევროდ შეიძინა „მონაკოდან“. ნახევარმცველის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.