„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტია - ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტია - ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* 28 მაისს, პარიზში ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპული“ და „რეალი“ ითამაშებენ.

* „რეალს“ პირველ ტაიმში 0 ზუსტი დარტყმა ჰქონდა, „მანჩესტერ სიტის“ – ოთხი.

* „რეალმა“ მატჩში პირველი ზუსტი დარტყმა 90-ე წუთზე შეასრულა.

* როდრიგო პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ისტორიაში, ვინც 89-ე წუთის შემდეგ ორი გოლი გაიტანა.

* კაზემირო ამ სეზონში 16-ჯერ გააფრთხილეს, რაც მინიმუმ ექვსით მეტია თითოეულ თანაგუნდელზე.

* ქარიმ ბენზემამ მიმდინარე ლიგის პლეი ოფში 10 გოლი გაიტანა. აქამდე ეს მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჰქონდა გაკეთებული.

* ბენზემა 15 გოლით წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია. კრიშტიანო რონალდოს რეკორდამდე მას ორი გოლი უკლია.

* რიად მაჰრეზი „სიტის“ პირველი ფეხბურთელია, ვინს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში შვიდი გოლი გაიტანა.

* პეპ გვარდიოლა 2011 წლიდან ვერ იგებს ჩემპიონთა ლიგას. ამ 11 წელიწადში მას ერთი ფინალი ჰქონდა.

* „რეალი“ ბოლო ოთხ სეზონში პირველად გავიდა ლიგის ფინალში. სულ ეს ამ გუნდის მე-17 ფინალია.

* კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, ვინც მეხუთედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

 

რეალი-მანჩესტერ სიტი          3:1 დ.დ.

გოლები: 0:1 მაჰრეზი (73) 1:1 როდრიგო (90), 2:1 როდრიგო (90+1), 3:1 ბენზემა (95-პენ)

რეალი (4-3-3): კურტუა – დანიელ კარვახალი, ედერ მილიტაო (115. ვალიეხო), ნაჩო ფერნანდესი, მენდი – კროოსი (68. როდრიგო), კაზემირო (76. მარკოს ასენსიო), მოდრიჩი (75. კამავინგა) – ვალვერდე, ბენზემა (104. დანი სებალიოსი), ვინისიუსი (115. ლუკას ვასკესი).

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი – უოკერი (72. ზინჩენკო), რუბენ დიაში, ლაპორტი, ჟოაო კანსელო – ბერნარდო სილვა, როდრი (99. სტერლინგი), დე ბრუინი (72. გიუნდოგანი) – მაჰრეზი (85. ფერნანდინიო), გაბრიელ ჟესუსი (78. გრილიში), ფოდენი.

პირველი მატჩი – 3:4

დატოვე კომენტარი