„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიული რეიტინგის სათავეში მოექცა, თბილისის „დინამო“ 106-ე ადგილზეა
უეფამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის სტატისტიკური მონაცემები ტურნირის მთელი ისტორიის განმავლობაში, რომელიც 1955 წლიდან იღებს სათავეს.
რეიტინგის ლიდერობს მადრიდის „რეალი“, რომელსაც ტურნირში 51-ჯერ მიუღია მონაწილეობა. მან 13 ტიტული მოიგო და 445 მატჩში 607 ქულა დააგროვა. მადრიდელთა უახლოესი მდევარია – „ბაიერნი“, რომელსაც 37 მონაწილეობა, ექვსი ტიტული, 358 მატჩი და 495 ქულა აქვს.
რეიტინგის საუკეთესო 10 გუნდი:
მონ ტ თ მ ფ წ ბ ქ
- რეალი 51 13 445 265 77 103 984-489 607
- ბაიერნი 37 6 358 211 73 74 742-355 495
- ბარსელონა 31 5 325 193 73 59 651-317 459
- მანჩესტერ იუნ 29 3 285 157 66 62 521-274 380
- იუვენტუსი 35 2 285 146 69 70 455-274 361
- მილანი 28 7 249 125 64 60 416-231 314
- ლივერპული 25 6 223 125 48 50 418-199 298
- ბენფიკა 40 2 259 114 59 86 417-301 287
- პორტუ 35 2 251 114 58 79 374-279 286
- აიაქსი 37 4 233 104 63 66 363-258 271
მონ – მონაწილეობა; ტ – ტიტული; თ – თამაში; მ – მოგება; ფ – ფრე; წ – წაგება; ბ – ბურთები; ქ – ქულა.
საერთო ცხრილში გათვალისწინებულია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების მატჩების მონაცემები, ამიტომაც, გუნდების ჯამური რიცხვი 526-ს შეადგენს. რეიტინგში ცხრა ქართული გუნდია:
მონ ტ თ მ ფ წ ბ ქ
- დინამო (თ) 12 0 37 14 4 19 50-54 32
- ტორპედო 4 0 12 5 2 5 14-19 12
- ზესტაფონი 2 0 6 1 2 3 6-9 4
- ვიტ ჯორჯია 2 0 6 1 1 4 8-17 3
- სიონი 1 0 4 1 0 3 2-5 2
- საბურთალო 1 0 4 1 0 3 4-8 2
- მეტალურგი 2 0 4 0 2 2 1-6 2
- დილა 1 0 2 0 0 2 0-3 0
- სამტრედია 1 0 2 0 0 2 0-6 0
მონ – მონაწილეობა; ტ – ტიტული; თ – თამაში; მ – მოგება; ფ – ფრე; წ – წაგება; ბ – ბურთები; ქ – ქულა.