„რეალი“ ჩავი სიმონსის ტრანსფერზე დაფიქრდა #1TVSPORT

01:30, 15.12.2024

მადრიდის „რეალი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზრის წინ შემადგენლობის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს. გამოცემა El Gol Digital წერს, რომ ესპანეთის ჩემპიონი ინტერესს იჩენს „ლაიპციგის“ ნიდერლანდელი ნახევარმცველის ჩავი სიმონსის მიმართ.

წყაროს ინფორმაციით, „ბარსელონას“ 21 წლის აღზრდილის ხელში ჩასაგდებად „რეალს“ დაახლოებით 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ცნობისთვის, ჩავი სიმონსზე უფლებები „პარი სენ-ჟერმენს“ ეკუთვნის.

მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა „ლაიპციგის“ რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი