„რეალი“ ბრუნო ფერნანდეშს მოდრიჩის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT
„რეალი“ ბრუნო ფერნანდეშს მოდრიჩის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს „მანჩესტერ იუნაიტედის“ 30 წლის ნახევარმცველის ბრუნო ფერნანდეშის მიმართ. ამის შესახებ წერს გაზეთი Daily Star.

წყაროს ცნობით, „რეალი“ პორტუგალიელ ფეხბურთელს 39 წლის ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს. ფერნანდეშის შესაძლო ტრანსფერი დაახლოებით 108 მილიონ ევროდ ფასდება.

„იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს რუბენ ამორიმს სურს ნახევარმცველის შენარჩუნება, მაგრამ მანჩესტერულ კლუბს ასევე უნდა დამატებითი შემოსავლის მიღება და ხარჯების შემცირება.

მიმდინარე სეზონში ფერნანდეშმა ყველა ტურნირზე 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „მანჩესტერთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.