„რეალი“ ბელინგემს აღარ შეიძენს #1TVSPORT
„რეალი“ ბელინგემს აღარ შეიძენს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის შეძენა ფეხბურთელის მაღალი ფასის გამო გადაიფიქრა.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელინგემი ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის პერიოდში „სამეფო კლუბის“ ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დორტმუნდელები ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვენ და სწორედ ეს გახდა მადრიდული კლუბის გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „რეალი“ მეორე ადგილზეა, „დორტმუნდი“ კი ბუნდესლიგაში ასევე მეორე პოზიციას იკავებს.