„რეალი" ბეილის წასვლის შემთხვევაში აზარს იყიდის
„რეალი" ბეილის წასვლის შემთხვევაში აზარს იყიდის

მადრიდის “რეალი” “ჩელსის” ფორვარდის ედენ აზარის შეძენას აპირებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდს ​გარეტ ბეილი დატოვებს, – ამის შესახებ გაზეთი Daily Mail წერს.

მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობის პრიორიტეტია ახალი მეკარისა და ფორვარდის შეძენა, რომელიც ქარიმ ბენზემას შეცვლის.

“რეალის” მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს ძველებურად სურს 27 წლის აზარის თავის გუნდში ხილვა, მაგრამ ვერ მიიღებს შემადგენლობის გადახალისების ნებართვას, თუ ვერ მოიგებს ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგას ან გარეტ ბეილი არ მოინდომებს ზაფხულში გუნდის დატოვებას.

28 წლის უელსელს არ მოსწონს ის სათამაშო დრო, რომელსაც “რეალში” აძლევენ. ბოლო მატჩში “ბილბაოს” წინააღმდეგ, ბეილი ისევ სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მხოლოდ ბოლო 20 წუთის სათამაშოდ გავიდა მინდორზე.