„რეალი“, „ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ სპინაცოლათი ინტერესდებიან #1TVSPORT
„რომასა“ და იტალიის ნაკრების მცველი ლეონარდო სპინაცოლა სამი ტოპ-კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. ფეხბურთელის ხელში ჩაგდება სურთ „რეალს“, „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენს“. ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ.
სამივე კლუბმა უკვე მიმართა განაცხადით „რომას“ ხელმძღვანელობას, მაგრამ კონკრეტულ წინადადებამდე საქმე არ მივიდა. ევრო 2020-ზე ლეონარდო სპინაცოლა ორჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
დასრულებულ სეზონში 28 წლის მცველმა სერია A-ს 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.