მადრიდის „რეალის“ მცველი დანიელ კარვახალი ბარძაყის ტრავმის გამო ორ-სამ კვირას გამოტოვებს, – იტყობინება გაზეთი Marca.
ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიიღო. კარვახალი 67-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ შეცვალა.
ასევე გამოტოვებს „ბაიერნთან“ განმეორებით მატჩს „რეალის“ ნახევარმცველი ისკო. მან პირველ ტაიმში დაიზიანა მხარი და მეორე ნახევარში მოედანზე არ გასულა.
„რეალისა“ და „ბაიერნის“ განმეორებითი მატჩი პირველ მაისს გაიმართება.