„რეალი“ 21-ედ გავიდა მერვედფინალში, ანჩელოტი მოგებების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა – ჩემპიონთა ლიგა, IV ტური – C ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „უნიონმა“ შეწყვიტა 12-მატჩიანი წაგებების სერია.
* ვინისიუსმა და როდრიგომ ჩემპიონთა ლიგაზე 17-17 გოლი დააგროვეს და გაუსწრეს ფერნანდო მორიენტესს. ახლა ბრაზილიური დუეტი კლუბის ბომბარდირთა სიაში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. მათ უსწრებენ კრიშტიანო რონალდო (105), ქარიმ ბენზემა (78) და რაული (66).
* კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში 116-ე შეხვედრა მოიგო და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. იტალიელმა სპეციალისტმა სერ ალექს ფერგიუსონს გაუსწრო.
* „რეალი“ 21-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.
ნაპოლი-უნიონი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)
რეალი-ბრაგა 3:0
გოლები: 1:0 ბრაიმ დიასი (27), 2:0 ვინისიუსი (58), 3:0 როდრიგო (61)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. რეალი | 4 | 4 | 0 | 0 | 9-3 | 12 |
| 2. ნაპოლი | 4 | 2 | 1 | 1 | 6-5 | 7 |
| 3. ბრაგა | 4 | 1 | 0 | 3 | 5-9 | 3 |
| 4. უნიონი | 4 | 0 | 1 | 3 | 3-6 | 1 |