„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა სირთულეებზე, რომელიც მისი პროფესიის განუყოფელი ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას შეგირდებს დღეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვთ – „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორე ინგლისურ კლუბს, „ჩელსის“ დაუპირისპირდება.
„საშინელებაა, როცა მოთამაშეებს უნდა შეატყობინო, რომ ისინი ძირითად შემადგენლობაში არ არიან, – ციტირებს „სიტის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვებს უეფა-ს პრესსამსახური. – არავის გირჩევთ, რომ მწვრთნელი გახდეთ.
განაცხადში ვერმოხვედრილი მოთამაშეების გასამხნევებლად, ლამაზ სიტყვებს ვერ ვპულობ ხოლმე. უფრო თავდადებით უნდა იშრომო და შესაძლოა, ეს დაგიფასდეს. თანავუგრძნობ ჩემს მოთამაშეებს, თითოეული მათგანი იმსახურებს მოედანზე გამოსვლას“.