რბოლა გამოდევნებით სებასტიან სამუელსონმა მოიგო | ბიატლონი
რბოლა გამოდევნებით სებასტიან სამუელსონმა მოიგო | ბიატლონი

ფინურ ქალაქ კონტიოლახტში ბიატლონში მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე რბოლა გამოდევნებით მამაკაცებს შორის 12.5 კმ-ზე გაიმართა, რომელშიც დაძაბულ ბრძოლაში შვედმა სებასტიან სამუელსონმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ფრანგი ფაბიენ კლაუდე გავიდა, მესამე ადგილი კი ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ დაიკავა.

დღესვე, მოგვიანებით, ესტაფეტა ქალებში 4X6 კმ-ზე გაიმართება. მსოფლიო თასის მეორე ეტაპი კონტიოლახტში ხვალ, 6 დეკემბერს ორი რბოლით (ესტაფეტა კაცებში 4*7.5კმ-ზე და რბოლა გამოდევნებით ქალებში 10კმ-ზე) დასრულდება.