რატი იონათამიშვილი – ყოველთვის კარგია, როდესაც ადამიანი დანაშაულს აღიარებს, რამდენად გულწრფელები არიან 4 ოქტომბრის მოვლენების მონანიებაში, ამას დრო გვიჩვენებს

12:24, 03.11.2026

ადამიანი როდესაც საკუთარ დანაშაულს აღიარებს და პატიებას ითხოვს, ეს ყოველთვის კარგია. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სახელმწიფოს ამ მხრივ ჰუმანური მიდგომა გააჩნია, — ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო როგორც ჰუმანურია იმ ადამიანის მიმართ, ვინც აღიარებს დანაშაულს, ასევე სამართლიანი და პროპორციულია იმ ადამიანის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩადის.

„რამდენად გულწრფელები არიან 4 ოქტომბრის მოვლენების მონანიებასა და აღიარებაში, რა თქმა უნდა, ამას დრო გვიჩვენებს. სახელმწიფო როგორც ჰუმანურია იმ ადამიანის მიმართ, ვინც აღიარებს დანაშაულს, ასევე სამართლიანი და პროპორციულია იმ ადამიანის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩადის. ამორალური სახეა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში გააჩნიათ. ეს ფაქტები და პროცესები კიდევ კარგად აჩვენებს საზოგადოებას, თუ ვინ არიან ისინი და რა მორალი გააჩნიათ. ბულინგის ისეთი კამპანიაა გაჩაღებული იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ გმირებად მიიჩნევდნენ და თურმე დღეს ყველაზე უარესები ყოფილან“, — განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი