რატი იონათამიშვილი - ურთიერთობების გადატვირთვა სჭირდება როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს და რეგიონში სტაბილურობას, შავი ზღვის უსაფრთხოება მთლიანად რეგიონის, შუა დერეფნის ინტერესებშია
რატი იონათამიშვილი - ურთიერთობების გადატვირთვა სჭირდება როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს და რეგიონში სტაბილურობას, შავი ზღვის უსაფრთხოება მთლიანად რეგიონის, შუა დერეფნის ინტერესებშია

ურთიერთობების გადატვირთვა სჭირდება როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე შეფასებით, ეს სჭირდება რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. რაც მთავარია, დღეისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ საქართველოს საკითხი, ეს მთლიანად რეგიონისა და შუა დერეფნის დამაკავშირებელი ქვეყნებისა და ეკონომიკების ინტერესებში შედის“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.