რატი იონათამიშვილი - საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება მერაბიშვილის, მისი ხელის ბიჭების და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მიზნები, რომ ჩვენს ქვეყანაში რამენაირად მოხდეს არეულობა
რატი იონათამიშვილი - საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება მერაბიშვილის, მისი ხელის ბიჭების და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მიზნები, რომ ჩვენს ქვეყანაში რამენაირად მოხდეს არეულობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რა არის მერაბიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მიზნები საქართველოში.

იონათამიშვილის თქმით, მათი მიზანია ქვეყანაში არეულობა.

„პოზიტიურად მინდა, შევაფასო ვანო მერაბიშვილის საეთერო ისტერია და მანია, რაც მას სჭირს, ვინაიდან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რა არის მისი, მისი ხელის ბიჭების და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მიზნები ჩვენს ქვეყანაში – რამენაირად მოხდეს აქ არეულობა, რაც გამოიწვევს ომს და იქნებ ამ ომის ხარჯზე პირადი კეთილდღეობა ჰპოვონ ჩვენს ქვეყანაში. მეტი მიზანი და ამოცანა არ აქვთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხს ინტერვიუ მისცა. მერაბიშვილის თქმით, „ქართველი ხალხის საქართველოს მთავრობასთან თანაცხოვრებას“ ორი მიზეზი აქვს – პუტინის შიში და ოპოზიციის პასიურობა. „მრავალი წელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ, ახლა პარტია აღდგენის გზაზეა, ვიმედოვნებ, დავინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც“, – განაცხადა მერაბიშვილმა.