რატი იონათამიშვილი - საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის წევრი
რატი იონათამიშვილი - საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის წევრი

საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე და სწორედ ამ ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

რატი იონათამიშვილი ერთ-ერთი მედიის ეთერში ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცეპრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

„თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმებაო – გვეუბნება ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცეპრეზიდენტი. აქამდე არავის უთქვამს ასე მკაფიოდ, რას ითხოვენ ჩვენგან, ომის გარდა. ტრადიციები, კულტურა, ეროვნული ფასეულობები და საკუთარ იდენტობა არაფერში გჭირდებათ, ეს პროგრესში და ევროპულობაში ხელს გიშლითო. საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე და სწორედ ამ ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – წერს რატი იონათამიშვილი.