რატი იონათამიშვილი – საქართველო უცხო ძალების აგენტების პოლიტიკაში ყოფნას არ იმსახურებს

12:21, 29.10.2026

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ რადიკალური ჯგუფები არც პოლიტიკოსები არიან და არც პოლიტიკური პარტიები, ისინი არიან აგენტურული ჯგუფები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აგენტურული ჯგუფები არ იყვნენ პოლიტიკაში, რათა სახელმწიფოს დემოკრატია და სუვერენიტეტი გაძლიერდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, სწორედ ამას ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომლის მანდატი „ქართულ ოცნებას“ მიანიჭა მოსახლეობამ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერით.

„ყველამ კარგად იცის, ეს ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მართლაც აგენტურული ჯგუფები არიან. ისინი ბოლომდე განადგურებული არიან და არანაირი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ, მაგრამ საქართველო უცხო ძალების აგენტების პოლიტიკაში ყოფნას არ იმსახურებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

მსგავსი